პოლიტიკური სუბიექტების მიერ ამომრჩევლების ტრანსპორტით უზრუნველყოფა საარჩევნო კოდექსს არ ეწინააღმდეგება. აღნიშული განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ "ალიანსის" განცხადებაზე გააკეთა. "ალიანსი საქართველოსთვის" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მიერ ამომრჩევლების ტრანსპორტით გადაყვანას აპროტესტებენ.
"არჩევნებში მონაწილების მისაღებად მხარდამჭერებს ტრანსპორტით უზრუნველყოფა პოლიტიკურ სუბიექტებს არ ეკრძლებათ", - აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩენებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ჩატარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი - პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი: 51-00-51.