"ეროვნული საბჭო" კრწანისის #31 საოლქო საარჩევნო კომისიაში დარღვევებს აფიქსირებს. ამ ოლქში "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლის გულნარა ჩოფლიანის ინფორმაციით, #31 საარჩევნო უბანზე არ იყო დათვლილი ბიულეტენები, საარჩევნო უბანზე არ იყო გამოკრული მაჟორიტარი კანდიდატების სია, სპეციალურ სინჯარაში კი, მარკირების სითხის ნაცვლად, წყალი ესხა.
"ეროვნული საბჭოს" ინფორმაციით, ამით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მოთხოვნები დაირღვა.
აღნიშნულ ფაქტებზე "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენელმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე საჩივარი შეიტანა.