საარჩვენო უბნის გარეთ ჩატრებული გამოკითხვა საარჩვენო კოდექს არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრალური საარჩვენო კომისიის პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, გამოკითხვის ჩატარება კანდარღვევად არ ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის საარჩვენო უბნის გაერთ ხდება.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უმრავლეოსბის წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები საარჩევნო უბნების გარეთ მათ მხარდამჭერებს აღწერენ.
საიას ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები ხდება არა მხოლოდ საარჩევნო უბნების გარეთ, არამედ უშუალოდ უბნის შიგნით. მაგალითად, მე-8 ოლქის 49-ე უბანში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი აფიქსირებს მოსულ მხარდამჭერთა ოდენობას და სთხოვს მათ, ხელმოწერით დაადასტურონ უბანზე მოსვლის ფაქტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმიდნარე თვითმართველობის არჩენებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ჩატარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე.
ასევე, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.