რუსების ყოფილი პატიმარი ნადეჟდა სავჩენკო აცხადებს, რომ არც ბავშვის გაჩენა სურს და არც შვილად აყვანა. ვრცელი ინტერვიუ უკრაინის ეროვნულმა გმირმა ტელეარხ NewsOne-ს მისცა.
„მე მთელი ცხოვრება ასეთი სამუშაო მაქვს. იქნება ეს პოლიტიკა თუ სამხედრო სამსახური, პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მრჩება. არათუ ბავშვის, კატის აყვანაზეც კი არ ვფიქრობ. მით უმეტეს, ბავშვი კატა არ არის. ბავშვებს არ სჭირდებათ დედა, რომელიც სულ მივლინებებში იქნება,“-აღნიშნა სავჩენკომ.