შეერთებული შტატები ჯერჯერობით მზად არ არის, პრეზიდენტად ქალი აირჩიოს. ამის შესახებ საარჩევნო უბანზე მისულმა ბელარუსის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ისინი ამისთვის მზად არ არიან, თუნდაც პრეზიდენტობის კანდიდატი გამოცდილი ჰილარი კლინტონი იყოს. შეერთებული შტატები დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე იმპერიაა და საკითხავია, შეძლებს თუ არა ქალი ამხელა პოტენციალის, შეიარაღებული ძალების, სპეცსამსახურების, დაზვერვის ცენტრალური სამსახურისა და სხვა უწყებების მართვას,“-აღნიშნა ლუკაშენკომ.