საუდის არაბეთში მუსლიმთა ტრადიციული დღესასწაული „ჰაჯი“ დაიწყო. მექაში მილიონამდე პილიგრიმია ჩასული. მომლოცველები არაფატის მთაზე იკრიბებიან და ყურანს კითხულობენ. გადმოცემის თანახმად, წინასწარმეტყველმა მუჰამედმა უკანასკნელად სწორედ ამ ადგილას იქადაგა. ირანმა მექაში „ჰაჯის“ აღსრულებას წელს ბოიკოტი გამოუცხადა. აიათოლა ალი ჰამენეის თქმით, ალტერნატიულ ადგილად ერაყში წმინდა ქალაქი ქერბალა შეირჩა. საუდის არაბეთი და ირანი რეგიონალური კრიზისების მოგვარების გზებზე დღემდე ვერ თანხმდებიან და დიპლომატიური კავშირი გაწყვეტილი აქვთ.