თურქეთმა ისლამურ სახელმწიფოს ბოლო უნდა მოუღოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, შაბათს თურქეთის ავიაციამ ისლამისტებს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენა. დღეიდან სირიაში 10-დღიანი დროებითი ზავი ამოქმედდება, რაზეც შეთანხმება რუსეთისა და ამერიკის პირველმა დიპლომატებმა ჟენევაში შეხვედრისას მიაღწიეს. ზავის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე კოორდინირებული ავიადარტყმები განხორციელდება.