ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტებმა გაიმარჯვეს. ქრისტიან-დემოკრატები მომავალ საკანონმდებლო ორგანოში 151-დან 60 მანდატს მიიღებენ, მათი მთავარი კონკურენტი სახალხო კოალიცია კი 54 მანდატს დასჯერდება. რაც შეეხება ლიბერალებს, მათ მომავალი მოწვევის პარლამენტში მხოლოდ 12 მანდატი შეხვდებათ.