უამინდობა ჩრდილოეთ კორეაში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ხამგიონ-პუხტოს პროვინციაში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიამ 130-მდე ადამიანი იმსხვერპლა, 400-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. დატბორილია ათასობით საცხოვრებელი სახლი. სამაშველო სამუშაოებში დღეს დილიდან არმიაც ჩაერთო.