ჰილარი კლინტონს პნევმონია აქვს. ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა ლისა ბარდაკმა განაცხადა. მისივე თქმით, ავადმყოფობის გამო პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა კალიფორნიაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. კლინტონი ამომრჩევლებს ლოს-ანჟელესსა და სან-ფრაბცისკოში უნდა შეხვედროდა.