შეერთბულ შტატებში ტრაგიკულ თარიღს იხსენებენ. ზუსტად 15 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს ალ-ქაიდას მებრძოლებმა 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. 2 ლაინერი მათ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბრჯენებს დააჯახეს, ერთი პენტაგონის შენობას დაეცა, ერთი კი პენსილვანიაში ჩამოვარდა. ტერაქტებს 2976 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას დილის 8.46 წუთზე მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს. მანჰეტენზე, ტრაგედიის ადგილას მათ სახელებს ამოიკითხავენ.