თურქები ისლამისტთა პოზიციებს ავიწროვებენ. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ჩრდილოეთ სირიაში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ისლამური სახელმწიფოს 20-მდე მებრძოლი დაიღუპა. განადგურებულია 3 შენობა, ავტომანქანა და მოტოციკლი. მასშტაბური სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარი“ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში 24 აგვისტოს დაიწყო.