საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი სპორტსმენი, ზვიად გოგოჭური პარალიმპური თამაშების გამარჯვებული გხადა.
ჩემპიონის ტიტული ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა 90 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.
გოგოჭურმა პირველ წრეში დაისვანა, მეორე წრეში კი არგენტინელ ხორხე ლენსინას დაუპირისპირდა, რომელიც წუთსა და 37 წამში იპონით დაამარცხა.
ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი ამერიკელ დარტანიონ კროკეტს დაუპირისპირდა. გოგოჭურმა ამერიკელი მეტოქე იპონით დაამარცხა და ფინალში იასპარეზებს, სადაც უკრაინელ სპორტსმენს, ოლეკსანდრ ნოზარენკოს დაუპირისპირდა.
ფინალურ შეხვედრაში ზვიად გოგოჭურმა უკრაინელ მეტოქეს 4 გაფრთხილებით სძლია და პარაოლიმპიური ჩემპიონი გახდა.