აშშ პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოუხადა.
„მე ისინი უხეშად მოვიხსენიე, რაც, რა თქმა უნდა, კარგი იდეა არ იყო. ნახევარი იმისა, რაც ვთქვი, არასწორი იყო.“-განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა 9 სექტემბერს განაცხადა, რომ ტრამპის მხარდამჭერტა დიდ ნაწილს რასისტები, სექსისტები, ჰომოფობები, ქსენოფობები და ისლამოფობები წარმოადგენენ.