ესპანეთში კორიდის აკრძალვას ითხოვენ. მადრიდის ქუჩებშში ცხოველების უფლებების დასაცავად ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, საზოგადოებრივი განწყობა კორიდის მიმართ მკვეთრად უარყოფითია, რასაც ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს, თუმცა კორიდები პამპლონაში დღემდე ათასობით მაყურებელს იკრებს. ყოველწლიურად ესპანეთში 2 ათასამდე ხარების ბრძოლა ტარდება.