მასობრივი არეულობები თურქეთში. დიარბაქირში საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის წავლით დაშალა. სამართალდამცავებმა 100-მდე აქტივისტი დააკავეს. ადგილობრივმა ქურთებმა სკოლებიდან პედაგოგების მასობრივი დათხოვნა გააპროტესტეს. ხელისუფლებამ მათ ბრალი ქურთისტანის შრომის პარტიასთან თანამშრომლობაში დასდო. სულ სამსახურიდან 11 ათასამდე მასწავლებელი დაითხოვეს.