ობამას შემდეგ ფილიპინების პრეზიდენტს გაეროს გენერალური მდივანი შემოელანძრა. ბან კი მუნს მან „სულელი“ უწოდა. დუტერტემ იქვე განმარტა, რომ აშშ პრეზიდენტისთვის მას „ძუკნის შვილი“ არ უწოდებია და რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს. შეურაცხმყოფელი ეპითეტებით როდრიგო დუტერტე მსოფლიო ლიდერებს უკვე ერთი კვირაა, ამკობს. ამის მიზეზი ფილიპინებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ვაშინგტონსა და ნიუ იორკში გაკეთებული მწვავე განცხადებები გახდა.