ერაყის ქალაქ მოსულზე მასირებული იერიში ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ საერთაშორისო კოალიციური ძალების მეთაურმა სტივ ტაუნსენდმა განაცხადა. მისივე თქმით, ამჟამად მოსულში 4500-მდე ისლამისტი მებრძოლი იმყოფება. აგვისტოს ბოლოს კოალიციურმა ძალებმა ერაყში სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ალ-ქიარა გაატავისუფლეს, რითაც მოსულისკენ გზა გაითავისუფლეს.