დონალდ ტრამპის განცხადებას ჩრდილოეთ კაროლინიდან პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატიც გამოეხმაურა. ჰილარი კლინტონის თქმით, მისი კონკურენტი მსგავსი განცხადებებით ადასტურებს, რომ პატრიოტიზმთან პრობლემები აქვს. ყოფილი სახელმწიფოს მდივნის თქმით, ადამიანისგან, რომელიც შესაძლოა შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდეს, ასეთი განცხადებების კეთება არამხოლოდ მიუღებელი, არამედ საშიშიცაა. პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 2 დღის წინ განაცხადა, რომ პუტინი ობამაზე ძლიერი ლიდერია.