პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი კაგებეს აგენტი იყო. სკანდალურ განცხადებას იერუსალიმის ევროპული უნივერსიტეტის მეცნიერები ავრცელებენ. გიდეონ რიმეზისა და იზაბელა გინორის მტკიცებით, ე.წ. „მიტროხინის არქივში,“რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტში ინახება, მაჰმუდ აბასის სახელიც ფიგურირებს. საიდუმლო დოკუმენტებით ირკვევა, რომ აბასი სირიაში რუსებს აგენტ კროტოვის სახელით ჰყავდათ ჩანერგილი. აბასის პრე-მდივანმა ებრაელ მკვლევართა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდული უწოდა.