საფრანგეთის პოლიციამ ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებმა ნოტრ-დამის სიახლოვეს უნომრო ავტომანქანა აღმოაჩინეს, რომელსაც ავარიული სიგნალიზაცია ჰქონდა ჩართული. მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ წინა სავარძელზე ცარიელი გაზის ბალონი და არაბულ ენაზე შედგენილი დოკუმენტები იპოვა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში არ აღმოჩნდა. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე მანქანის მეპატრონე და ინციდენტთან კავშირში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავა. დაკავებისას ერთ-ერთი მათგანი, ახალგაზრდა ქალი პოლიციელს დანით დაესხა თავს, რის გამოც ის დაჭრეს. სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო პოლიციელმაც. საფრანგეთის შს მინისტრის, ბერნარკაზნევის მტკიცებით, დაკავებულები ექსტრემისტთა გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.