სერენა უილიამსმა მსოფლიო პირველი ჩოგანის სტატუსი დაკარგა. ამერიკის ღია პირველობაზე მან კაროლინა პლიშკოვასთან წააგო. შეხვედრა 6:2, 7:6 ჩეხის გამარჯვებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში პირველ ადგილს გერმანელი ანჟელიკა კერბერი დაიკავებს.