უზბეკეთში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პრემიერ-მინისტრი შავტაკ მირზიოევი დაინიშნა. მის კანდიდატურას პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი. უზბეკეთის კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 3 თვეში უნდა ჩატარდეს. ყოფილი პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი 2 სექტემბერს ინსულტით გარდაიცვალა.