ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი კარიმ მასიმოვი თანამდებობიდან გადააყენეს. შესაბამისი გადაწყვეტილებმა პრეზიდენტმა ნაზარბაევმა მიიღო. მისივე განკარგულებით, მთავრობის მეთაურის მოვალეობას ვიცე-პრემიერი ბაკიჯან საგინტაევი შეასრულებს. რაც შეეხება მასიმოვს, ის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტს ჩაუდგება სათავეში.