სირიაში რუსი სამხედროების შეყვანით კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა. ამის შესახებ ბი-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის თავდაცვის მდივანმა განაცხადა. ეშტონ კარტერის თქმით, რუსეთი ირწმუნებოდა, რომ სირიაში ჯარების შეყვანა მიზნად ტერორიზმის დამარცხებას ისახავდა, თუმცა სამოქალაქო დაპირისპირება ამით კიდევ უფრო გამწვავდა. პრეზიდენტი ობამა სირიის საკითხზე მოსკოვთან შეთანხმების მიღწევას კიდევ ერთხელ შეეცდება, თუმცა თუ მხედველობაში მივიღებთ მოახლოებულ არჩევნებს, მას ამისთვის დიდი დრო არ რჩება,“-აღნიშნა კარტერმა.