ცენტრალური საარჩვენო კამისია საარჩვენო უბნებზე ვიდეოთვალის კენჭისყრის კაბინასთან დამოანტაჟების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცეესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ განაცხადა.
"ვიდეოთვალი საარჩვენო უბნებზე ორი მიმართულებით არის დამონტაჟებული - ერთი საარჩვენო ყუთისკენ არის მიმართული, ხოლო მეორე კომისიის წევრებისკენ. რაც შეეხება კენჭისყრის კაბინასთან ვიდეოთვალის დამონტაჯებას სიმართლეს არ შესაბამება და შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ამომრჩვენილის ხმის მიცემის პროცედურა ფარულია", - განაცხადა ჯული გიორგაძემ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბის მე-8 ოლქის მე-12 საარჩვენო უბანზე, რომელიც 166-ე საჯარო სკოლაში მდებარეობს ვიდეოთვალი ხმისმიცემის კაბინაზეა დამონტაჟებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმიდნარე თვითმართველობის არჩენებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ჩატარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს. თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. ასევე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.