ბელარუსმა პარალიმპიელებმა რუსებს სოლიდარობა გამოუცხადეს. რიოს პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მათ ბერალუსულთან ერთად რუსეთის დროშაც გამოიტანეს. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსი უნარშეზღუდული სპორტსმენები რიოს თამაშებში მონაწილეობას არ იღებენ. ამის მიზეზი დოპინგ-სკანდალი გახდა.