ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ რიო დე ჟანეიროში პარალიმპიელთა ოლიმპიადა დაიწყო. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი მიშელ ტემერი ესწრებოდა. თამაშებში მონაწილეობას 4300 უნარშეზღუდული სპორტსმენი მიიღებს. ასპარეზობა 18 სექტემბერს დასრულდება.