უკრაინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირებას არ აპირებს. ამის შესახებ ნაკრების პრეს-ატაშემ ალექსანდრ გლივინსკიმ განაცხადა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელები 2018 წლის მუნდიალის ბოიკოტირებას აპირებდნენ, დღეს დილით გავრცელდა, რაც ოფიციალურად არ დადასტურდა. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2 წლის შემდეგ რუსეთში გაიმართება.