პულკოვოს აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბომბი ვერ აღმოაჩინეს. შეტყობინება პოლიციის ცხელ ხაზზე დღეს დილით შევიდა, რის გამოც პეტერბურგის აეროპორტის ტერმინალიდან პერსონალისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. მოგვიანებით ევაკუირებული პერსონალი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა და აეროპორტმა ფუნქციონირება განაახლა.