თურქეთი მზადაა შეერთებულ შტატებთან ერთად სირიის ქალაქ რაკას გათავისუფლების ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოგანმა განაცხადა. თურქეთის ლიდერის თქმით, რაკაში ერთობლივი ოპერაციის ჩატარების წინადადება მან პრეზიდენტ ობამასგან ჩინეთში, დიდი რვიანის სამიტზე მიიღო, რაზეც უპრობლემოდ დათანხმდა. ქალაქი რაკა ისლამისტურ სახელმწიფოს საკუთარ დედაქალაქად აქვს გამოცხადებული.