საქართველოს პარლამენტის წევრობის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ანდრო ალავიძე ხმას 12:00 საათზე მე-4 საარჩევნო უბანზე (96 ბაგა-ბაღის შენობაში). 
"ჩემს არჩევანს 12:00 საათზე გავაკეთებ. არაჩვეულებრივი მაქვს განყწობა. იმედი მაქვს, რომ ჩუღურეთელები სწორ არჩევანს გააკეთებენ", _  განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ალავიძემ. 
დღეს, 30 მაისს, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, პარლამენტის შუალედური არჩევნებიც ტარდება. პარლამენტის შუალედური არჩევნები მხოლოდ სამ საარჩევნო ოლქში - ჩუღურეთში, გურჯაანში და ოზურგეთში ტარდება. 
ჩუღურეთის რაიონიდან პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებენ: ~თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის~ დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა, ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ წარმომადგენელი ლევან როინიშვილი, ~ქრისტიან-დემოკრატების~ კანდიდატი კახა ბასილია, ~ივანიშვილი-სახალხო დემოკრატები~ მიერ წარდგენილი გიორგი გაჩეჩილაძე, ხოლო მათ ~ნაციონალური მოძრაობიდან~ ანდრო ალავიძე უპირისპირდება. 
გურჯაანში გადეპუტატებას სულ ოთხი კანდიდატი - ~თორთლაძე- დემოკრატიული პარტიის~ მიერ დასახელებული ლევან ჩოლოყაშვილი, ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენელი გიორგი ჩივიაშვილი, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ნაცვლიშვილი და "მომავლის პარტიის" წევრი ლევან კობერიძე შეეცდებიან. 
პარლამენტში შესასვლელად ოზურგეთის საარჩევნო ოლქში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ მაია ორჯონიკიძე (თორთლაძე-დემოკრატიული პარტია), ილია კალანდაძე (მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის) და გოჩა შანიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა).