ავიაკატასტროფა მაკედონიაში. პაიპერის ტიპის მცირე ზომის თვითმფრინავი ტრევიზოს აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე იტალიის 4 და კოსოვოს 2 მოქალაქე იმყოფებოდა. მათი ცხედრები მაშველებმა უკვე იპოვეს. ავიაკატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ უამინდობა გახდა.