კიევში ტელეკომპანია ინტერზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს ოფიციალური ვაშინგტონი გამოეხმაურა. საგანგებო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა. მარკ თონერმა კიევს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა. ინტერის ოფისში ხანძარი ნაციონალისტებმა 2 დღის წინ გააჩინეს, რის შედეგადაც სტუდიის ნაწილი დაიწვა. ტელეკომპანიის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები ინტერის ხელმძღვანელობას ანტიუკრაინულ პროპაგანდაში ადანაშაულებენ და ჟურნალისტებს შენობაში არ უშვებენ.