სექტემბრის შუა რიცხვებისთვის საფრანგეთის დედაქალაქში ლტოლვილთა პირველი ბანაკი გაიხსნება. ამის შესახებ პარიზის მერმა ან იდალგომ განაცხადა. მისივე თქმით, ლტოლვილებს თავშესაფარში ყოფნის უფლება 10 დღით მიეცემათ. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. ბანაკი ორ ნაწილად გაიყოფა. ერთი შენობა კაცების, მეორე კი ქალებისა და ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.