დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. ძალოვნებმა ალყაში რამდენიმე ამბოხებული მოიქციეს. ამბოხებულები იზერბაშის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში არიან გამაგრებულნი და სპეცრაზმელებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ. სპეცოპერაციის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.