ტრამპს რუსეთში კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ამჯერად მას მხარდაჭერა მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა გამოუცხადა. „ბატონი ტრამპი რუსეთში ხშირად ჩამოდის. მას ძალიან უყვარს რუსეთი და რუსი ხალხი. თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დალაგდება,“-განაცხადა კირკოროვმა.