ალეპოში სირიის არმიამ ქლორის გაზი გამოიყენა. ამის შესახებ მოხალისე ექიმები იტყობინებიან, რომლებიც ალეპოს კლინიკებში მუშაობენ. მათი თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 80-მდე ადამიანი მოიწამლა. მათი უმრავლესობა სუკარის რაიონის მცხოვრებია. ოფიციალური დამასკო ქლორის ჭურვების გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს.