კორსიკაში ბურკინების აკრძალვის გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. ბასტიის სასამართოს გადაწყვეტილებით, მუსლიმანური საცურაო კოსტიუმების ტარების აკრძალვა კანონდარღვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც ბურკინები საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას უშლის ხელს. ე.წ ბურკინების ტარება წელს ზაფხულში 30-მდე ფრანგულ ქალაქსა და რაიონში, მათ შორის, კორსიკაშიც აიკრძალა. გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგამ სასამართლოში გაასაჩივრა.