რუსეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე წასვლას ელექტორატის მხოლოდ 48 პროცენტი აპირებს. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს „ლევადა ცენტრი“ აქვეყნებს. გამოკითხულთა 20 პროცენტი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ ჩამოყალიბებულა, 28 პროცენტს კი არჩევნებზე წასვლა არ სურს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთში ყველაზე დამოუკიდებელ და კომპეტენტურ სოციოლოგიურ კვლევით ცენტრს იუსტიციის სამინისტრომ უცხოელი აგენტის სტატუსი მიანიჭა. უწყება გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ლევადა ცენტრი უცხოეთიდან ფინანსდება.