საარჩვენო უბნებზე ამ დროისთვის ყველა ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრალური საარჩვენო კომისიის პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ განუცხადა.
"ჩვენი მონაცემებით ამ დრომდე რამე სერიოზული სახის დარღვევა არ დაფიქსირებულა. ღაც შეეხება ტექნიკურ ხარვეზებს უკვე აღმოფხვრილია. არჩევნების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას დღეს, 10:30 საათზე ბრიფინგზე მოგაწვდით", - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმიდნარე თვითმართველობის არჩენებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ჩატარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე.
ასევე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.