ბერძნულმა საკალათბურთო კლუბმა "არისმა" ვიქტორ სანიკიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ის მე-5 ქართველი ლეგიონერია, რომელიც საბერძნეთის ელიტურ ლიგაში ითამაშებს. 30 წლის ქართველმა კალათბურთელმა ბოლო სეზონი თურქულ "ტედ კოლეჯში" გაატარა. სანიკიძე ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და განსაკუთრებული შედეგიანობით გამოირჩევა. ქართველებმა შესარჩევში ჯერ ალბანეთს, შემდეგ კი სლოვაკეთს მოუგეს.