საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი რუსულ კლუბ "კრასნოდარში" ითამაშებს.
ინფორმაცია დღეს კლუბმა საკუთარ ვებ-გვერდზე გაავრცელა. ცნობილი ხდება ისიც, რომ კონტრაქტზე შეთანხმება უკვე შედგა. ოქრიაშვილი კრასნოდარში კვირის ბოლომდე ჩავა.
მანამდე ფეხბურთელს "მარსელში" ტრანსფერი ჩაეშალა და "გენკთან" კონტრაქტი გაწყვიტა.