დუისის N5 საარჩევნო უბნის გახსნიდან 5 წუთის შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრებმა უბანზე სარეკლამო პლაკატები გააკრეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა აცნობა.
დამკვირვებლის მითითების მიუხედავად „ქრისტიან-დემოკრატებმა" უბანში გაკრული პლაკატები არ ჩამოხსნეს და დატოვეს უბანი. აღნიშნულ დარღვევასთან დაკაშირებით შედგენილია საჩივარი.
დუისის N 5 საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა და ამ დროისთვის მხოლოდ ერთი დარღვევაა დაფიქსირებული.