ყირიმის საკითხი 1991 წელს დაიხურა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.
„ნახევარკუნძულის საკითხი 1991 წლის რეფერენდუმის შედეგად გადაწყდა და ჩვენ სხვა რეფერენდუმის შედეგებს არ ვცნობთ. ყირიმი იყო და იქნება უკრაინის განუყოფელი ნაწილი,“-აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.
ამ განცხადებით უკრაინის ლიდერი რუსი კოლეგის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 3 სექტემბერს პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმის ბედი ნახევარკუნძულის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს და ამით საკითხი დაიხურა.