აგვისტოში რუსეთის სარეზერვო ფონდი 470 მილიარდი რუბლით შემცირდა. დღეისათვის ის 2,09 ტრილიონ რუბლს შეადგენს, რაც 1 აგვისტოს მაჩვენებელზე 0,47 ტრილიონით ნაკლებია. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, რუსეთის ბანკში არსებული ფონდიდან უცხოური ვალუტის ნაწილი 390 მილიარდ რუბლად გაიყიდა, რისი მეშვეობითაც საბიუჯეტო დეფიციტი შეივსო. ფონდის შემცირების მიზეზი ვალუტის კურსის ცვალებადობაც გახდა.