უკრაინის პრეზიდენტი ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესების საკითხში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს.
„ყველა ხედავს, თუ როგორ შეიცვალა უკრაინის არმია ამ ორი წლის განმავლობაში. ორი წლის წინ არმია საერთოდ არ იყო, ახლა ის არის. ის არც ისე მრავალრიცხოვანია, მაგრამ მატერიალურად და მორალურად მოტივირებულია. მართალია რაციონი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი არ არის, მაგრამ არმია დაპურებულია. ჯარს ბოლო მოდაზე არ აცმევენ კუტიურიეები, მაგრამ ჯარისკაცები ჩაცმულები არიან. მათ აქვთ იარაღი და ქვეყნის დასაცავად მზად არიან,“-აღნიშნა პოროშენკომ.