საქართველოში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცხელი ხაზი მუშაობს.
მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ნომერზე 51-00-51 დარეკონ და მიაწოდონ კომისიას ინფორმაცია დარღვევებსა და ნებისმიერ ინცინდენტზე, რომელმაც მოქალაქეის კონსტიტუციური უფლება - ხმის მიცემა შეაფერხა.
ამასთან, როგორც ცესკოშ-ი აღნიშნავენ, ცენტრალური საარჩევნო კომისია მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოხდენს ნებისმიერ დარღვევაზე.
ხმის მიცემის პროცედურა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია და იგი 20:00 საათზე შეწყდება.