მსოფლიოში უმსხვილესი ავიოკომპანია Delta Airlines რუსეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. ბოლო რეისი მოსკოვი-ნიუ იორკი დღეს შესრულდება.
ანალოგიური გადაწყვეტილება Delta Airlines-მა გასული წლის დეკემბერში მგზავრების ნაკადის შემცირების გამო მიიღო, თუმცა მაისში ფრენები განაახლა.
რუსული ავიაბაზრიდან ამერიკული კომპანიის გასვლის შემდეგ მოსკოვი-ნიუ იორკისს რეისს მხოლოდ აეროფლოტი შეასრულებს.