ძლიერი ხანძარი ესპანეთში. ცეცხლი 2 დღის წინ კოსტა ბლანკას საკურორტო რაიონში გაჩნდა და ათობით ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა. სტიქიური საშიშროების ზონა ბოლო 24 საათის განმავლობაში ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ჰაერის სარეკორდოდ მაღალი ტემპერატურა სახელდება. კოსტა ბლანკაზე გუშინ +42 გრადუსი დაფიქსირდა.